სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეოსტარი" სამუშაოდ იწვევს კომუნიკაბელურ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე მამაკაცებს, რომელთაც აქვთ სურვილი იმუშაონ სადისტრიბუციო კომპანიაში საწყობის თანამშრომლის თანამდებობაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება, დასაწყობება
** პროდუქციის დაცლა და დასაწყობება
** შეკვეთების აგროვება
** საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება
უნარ-ჩვევები:
** შრომისმოყვარეობა
** გუნდური მუშაობის უნარი
ანაზღაურება 1200 ლარი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: 9:00-დან 18:00-მდე, შაბათ-კვირის გარდა
კომპანია დაინტერესებულ კანდიდატებს სთავაზობს კომფორტულ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის პერსპექტივას. კომპანიის ოფისი მდებარეობს სამგორში.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@geostar.ge