jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბავშვთა მოვლის საშუალებების ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

კომპანია "პსპ ფარმა" აცხადებს ბავშვთა მოვლის საშუალებების ბრენდ მენეჯერის ვაკანსიას

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული, პრიორიტეტული ბრენდის პორტფელის მართვა & მათი განვითარება.
** პორტფელში არსებული ბრენდის გაყიდვების მაჩვენებლის ზრდა კვირეულ ჭრილში, კონკრეტული აქტივობებისა & ბრენდის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის ხარჯზე.
** ბრენდის ჭრილში არსებული პროდუქტების ასორტიმენტის გარშემო მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, მართვა და ანალიზი გაყიდვების ზრდის სტიმულირებისათვის;
** ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა;
** ბრენდის ჭრილში არსებული პროდუქტების ასორტიმენტის მატრიცის ფორმირება, მარაგების მართვა, პროდუქციის დეფიციტებისა და ჭარბი მარაგების კონტროლი;
** ფასწარმოქმნის პროცესის კონტროლი;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის მარკეტინგული აქტივობების შემუშავება და დანერგვა, შედეგების კონტროლი და შემდგომი ანალიზი;
** კონკურენტების ანალიზი, ბენჩმარკინგი, ბაზრის ანალიზი;
** მერჩენდაიზინგის მონიტორინგი;
** ფორკასტინგი და მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** მარკეტინგის ან გაყიდვების მიმართულებით მუშობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Excel, Power Point)

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
** მოლაპარაკებისა უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: hr@psp.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 1 ნოემბერი, 2024 წელი.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |