jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორი
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ნოემბერი

განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.

"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!

"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 -18:00; შაბათი - 10:00 - 14:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ. ყაზბეგის #44

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.

ძირითადი მოვალეობები:

** სერვისცენტრში შემოსული მომხმარებლების მომსახურება;
** კომპანიის პორტალითა და აპლიკაციით სარგებლობის პროცესში მომხმარებელთა მხარდაჭერა;
** პროგრამაში საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვა;
** განხილული სადაზღვევო შემთხვევების შესახებ უკუკავშირის დაბრუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
** ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |