jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯორჯიან ქარდი
გამოქვეყნდა: 18 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

სს "ჯორჯიან ქარდი" აცხადებს ვაკანსიას კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** კიბერ უსაფრთხოების სისტემების ოპტიმიზაცია და ეფექტურობის მაღალი ხარისხის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** კიბერ უსაფრთხოების სისტემების ოპტიმიზაციის მიზნით საჭირო ლოგიკის შემუშავება და დანერგვა;
** კიბერ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მუდმივი მონიტორინგი და ორგანიზაციის მზაობის უზრუნველყოფა;
** ბიზნეს აპლიკაციებზე, ვებ აპლიკაციებზე, სისტემებზე, ქსელურ და IoT (Internet of Things) მოწყობილობებზე შეღწევადობის ტესტირების განხორციელება, შედეგების ამსახველი ანგარიშის მომზადება და სამოქმედო გეგმის შედგენა-განხორციელება;
** ორგანიზაციის კრიტიკული აქტივების უსაფრთხოების სისუსტეების იდენტიფიცირება, შედეგების ამსახველი ანგარიშის მომზადება და სამოქმედო გეგმის შედგენა-განხორციელება;
** ინფრასტრუქტურის ტესტირება და ქსელური სეგმენტაციის დარღვევის იდენტიფიცირება;
** ორგანიზაციის ბიზნეს ინდუსტრიაში არსებული უახლესი საფრთხეების მოკვლევა, ანალიზი და დოკუმენტირება;
** უსაფრთხოების მანუალური და ავტომატური ტესტ ქეისების შემუშავება;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნეს ადმინისტრირების ან/და სამართლის მიმართულებით)

სამუშაო გამოცდილება:

** მავნე კოდის (Malware) ოჯახის და შეტევის ვექტორების (Attack Vector) ანალიზის გამოცდილება;
** შეტევითი TTPs (ტაქტიკების, ტექნიკების და პროცედურების) ცოდნა/შესწავლა - პოსტ ექსპლოიტირების (post exploitation) და ლატერალური მოძრაობის (lateral movement) ჩათვლით;
** ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირების გამოცდილება;

ცოდნა, უნარები:

** Linux და Windows სისტემების უსაფრთხოების ცოდნა/შესწავლა;
** არსებული და ახალი ინფორმაციული უსაფრთხოების ხელსაწყოებისა და ტექნოლოგიების, ინდუსტრიაში არსებული ტრენდების, უახლესი საფრთხეების, რისკის შემამცირებელი ზომების და საუკეთესო პრაქტიკების ცოდნა/შესწავლა;
** ინგლისური ენის ცოდნა (ტექნიკური დოკუმენტის გარჩევა, რეპორტის მომზადება და კომუნიკაცია)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: gcjobs@gc.ge არაუგვიანეს 2024 წლის პირველ ნოემბერს. გთხოვთ, სათაურის (`Subject") ველში მიუთითოთ ის თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |