jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ბათუმი

ვის ვეძებთ:

** თუ ხარ ენერგიული და მოტივირებული;
** გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** არ გეშინია გამოწვევების და სირთულეების;
** გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და გადაწყვეტილების ახალი გზების ძიება;
** შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდთან ერთად;

"ცენტრალი" გთავაზობთ:

** თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** საუკეთესო სამუშაო პირობებს;
** ანაზღაურება ფიქსირებული + ბონუსი, ჯამური ანაზღაურება 2500 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოზიდვა.
** მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება, ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა;
** სესხის გაცემის და დამუშავების პროცედურების შესწავლა;
** შედეგებზე ორიენტაცია;

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

სხვა მოთხოვნები:

** პუნქტუალური;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** კონფლიქტების არიდების უნარი;
** პრინციპულობა, გუნდური მუშაობის უნარი, ინიციატივა, აქტიურობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@central.ge არაუგვიანეს 04/11/2024

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |