jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: შარმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ნოემბერი

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით "Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა."

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე,

ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: 1500 ლარიდან

ფუნქცია-მოვალეობები:

** შესაბამის სავაჭრო ქსელში პროდუქციის გაყიდვა
** სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა
** შეკვეთების მიღება და გაფორმება
** სავაჭრო ობიექტების დავალიანებების მუდმივი შემოწმება და შესაბამისი თანხების ამოღება/აღრიცხვა დადგენილ ვადებში
** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა
** მერჩენდაიზინგის უზრუნველყოფა

რას გთავაზობთ?

** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად
** კომპეტენტურ ანაზღაურებას, ეტაპობრივ წინსვლასა და ბენეფიტებს

აუცილებელი მოთხოვნები:

** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოსათვის საჭირო საწვავს)
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)

დამატებითი უნარები:

** ორგანიზებული
** ენერგიული
** დეტალებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური
** მიზანდასახული
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV მეილზე: revaz@sharm.ge

გთხოვთ სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სავაჭრო წარმომადგენელი ბათუმი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე 577 26 27 87

სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "შარმ ტრეიდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"შარმ ტრეიდინგი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |