jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: სამედიცინო ცენტრი ციტო
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ნოემბერი

შპს "სამედიცინო ცენტრი ციტო", 1997 წლიდან დღემდე, უწყვეტად ემსახურება პაციენტებსა და კლინიკებს, ჩაბმულია ჯანდაცვის პროგრამებსა და კლინიკურ კვლევებში.

ჩვენი ძირითადი მისიაა პაციენტთა ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტების დონის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. ამჟამად, "ციტო" საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია თოთხმეტ ლოკაციაზე და თავის პაციენტებს სთავაზობს: ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს, სხვადასხვა დარგის გამოცდილი და კვალიფიციური ექიმების კონსულტაციებს.

შპს "სამედიცინო ცენტრი ციტო" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ქოლ-ცენტრში შემოსული ზარების მომსახურება ან/და გადამისამართება;
** პაციენტის კონსულტაცია მოთხოვნილ საკითხებთან დაკავშირებით;
** ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა;
** ელექტრონულ პროგრამაში შესაბამისი ინფორმაციის შეტანა;
** პაციენტთა მომსახურება ცენტრში დანერგილი სტანდარტების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი (სასურველია სამედიცინო განათლება);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ენების ცოდნა: ინგლისური;
** გამართული მეტყველება;

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების ანალიზი და სწრაფი რეაგირების უნარი;
** კეთილსინდისიერება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 08:00-19:00;
შაბათი 08:00-16:00; მოძრავი გრაფიკი, კვირაში 40 საათი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიღომი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@cito.ge, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |