ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა "ინტელიექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.
თუ გსურთ გახდეთ საერთაშორისო ჰოლდინგის მეგობრული გუნდის წევრი, რომელიც 50-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში და ემსახურება 1 000 000-ზე მეტ მომხმარებელს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში, გაეცანით ვაკანსიის პირობებს.
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 6 დღე, ცვლების პრინციპი (09:00-16:00/16:00-23:00)
ანაზღაურება: თვეში 900 ლარი
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა / განვითარების პერსპექტივა
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჩუღურეთი, აღმაშენებლის გამზირი 61, ბიზნესცენტრი "მოზაიკა"
სამუშაო აღწერილობა:
** მომხმარებლის სრულყოფილი და კომპეტენტური ინფორმირება ორგანიზაციაში არსებული პროდუქტების, სერვისებისა და სიახლეების შესახებ;
** პოტენციური მომხმარებლების მოზიდვის მიზნით, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება (დისტანციური არხებით);
** პარტნიორ კომპანიებსა და შიდა ქსელის ოპერატორებთან საქმიანი კომუნიკაციის წარმოება.
აუცილებელი უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა / ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში მიჰყევით შემდეგ ლინკს: https://www.helio-ai.com/apply/qda4hs41h35d5gzp?src=jobs.ge
"ინტელიექსპრესი" გისურვებთ წარმატებებს!