jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: რემარკეტინგისა და ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: კრისტალ ლიზინგი
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 27 ოქტომბერი

"კრისტალ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას რემარკეტინგისა და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისის სათავო ოფისი (დიდუბე, ა. წერეთლის #118)
სამუშაო განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც უკვე 25 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული სოციალური პასუხისმგებლობის, გამჭვირვალობის, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების კუთხით.

"კრისტალი ლიზინგი" ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალის" შემადგენლობაში და მისი დინამიკური და მზარდი გუნდით, აერთიანებს 25-მდე თანამშრომელს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას, რაც გამოიხატება განვითარებაზე ორიენტირებულობაში, კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაში, გუნდურობასა და ერთმანეთის მხარდაჭერაში.

"კრისტალ ლიზინგი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოვალეობები:

** ჩამორთმეული აქტივების გაყიდვის ორგანიზება მიერ დადგენილი ფასის შესაბამისად
** პოტენციურ მომხმარებლებთან მოლაპარაკება და კომერციულად მისაღები პოტენციური სეგმენტების იდენტიფიცირება
** ციფრულ და ფიზიკურ არხებში ინფორმაციის განთავსება და განახლება დადგენილი წესების და კომერციული მიზნების შესაბამისად
** სარეალიზაციო აქტივების ლოკაციის ადგილებში პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა და გაყიდვის პროცესის ორგანიზება
** გაყიდვის ხელშეკრულების მომზადება და დაკონტრაქტების პროცესის მართვა სხვა დაკავშირებულ განყოფილებებთან ინტეგრირებულად
** GPS მოწყობილობის მონტაჟი/დემონტაჟი და მუშაობის გამართულობის უზრუნველყოფა
** GPS აქტივების აღრიცხვა მონიტორინგი
** GPS მოწყობილობის მომწოდებლებთან კომუნიკაცია პირობების გაუმჯობესების მიზნით;
** აქტივების ინსპექტირება საჭიროების შემთხვევაში - შეცვლა
** ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროცესების ოპტიმიზაციის ინიცირება და ოპტიმიზაციის პროცესში ჩართულობა

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** სწრაფად ცვალებად და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2024 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით მოგვაწოდეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ასევე მეილში მიუთითოთ თქვენთვის მისაღები ანაზღაურება ან ანაზღაურების რეინჯი).

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |