"Flyhelp" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
"Flyhelp" არის კომპანია, რომელიც იცავს საჰაერო მგზავრთა უფლებებს. მგზავრობის დროს თითოეულ მგზავრს იცავს კანონი, რომელიც ავიაკომპანიებს ავალდებულებს ნაკისრი პასუხისმგებლობების პირნათლად შესრულებას, იმ შემთხვევაში თუ ავიაკომპანია ვერ
ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს ჩვენი გუნდი იცავს მგზავრის უფლებებს და ეხმარება მიიღონ კომპენსაცია.
თუ ხართ ორიენტირებული, გახდეთ კოლეგიალური, მეგობრული, პროფესიონალი,
განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, მაშინ Flyhelp-ის ადგილია, სადაც უნდა გამოავლინოთ თქვენი პროფესიული უნარები!
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა, კომპანიის სერვისების გაცნობა/შეთავაზება;
** კორპორატიულ კლიენტებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ფორმირება;
** შესრულებული სამუშაოს მიმოხილვა-ანალიზი;
** პოტენციური მომხმარებლების/ორგანიზაციების საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
** გაყიდვების გეგმის შესრულება, დამატებითი გაყიდვების არხების შემუშავება და ქსელის გაფართოება;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საძიებო სისტემების გამოყენების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია);
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია);
** სასურველია გამოცდილება ბიზნეს სფეროში კლიენტებთან და/ან საზოგადოებასთან ურთიერთობაში;
კომპეტენციები და უნარები:
** წერითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პუნქტუალურობა.
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი);
ანაზღაურება: ფიქსირებული (1200 ლარი) + მაღალი საბონუსე სისტემა
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და შეგახსენებთ, რომ შეზღუდული დროიდან და ვაკანსიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, კომპანიამ შერჩევის პროცესი დაიწყოს ვაკანსიის მიმდინარეობის პარალელურად. შესაბამისად, კომპანია მიესალმება თქვენ მიერ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადმოგზავნილ რეზიუმეს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@flyhelp.ge და "Subject" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი" (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება).
გისურვებთ წარმატებას!