jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ანესთეზიოლოგიური სამსახურის მორიგე ექთანი
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს მორიგე ექთნის ვაკანსიას მარნეულის ფილიალის ანესთეზიოლოგიის განყოფილებაში.

თბილისიდან მარნეულის ფილიალში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს "ავერსის კლინიკა".

სამუშაო ადგილი: ქ.მარნეული, 26 მაისის ქუჩა
გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობები

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის მომსახურება კომპეტენციის ფარგლებში;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** განათლება: საშუალო სპეციალიზებული, მედდის კვალიფიკაციით;
** კომპიუტერთან მუშაობა (ინფორმაციის მოძიება, შეყვანა, ამობეჭდვა);
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** გულისხმიერება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ანესთეზიოლოგიის მორიგე ექთანი (მარნეული) იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 30/10/2024.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |