"ვიანი" აცხადებს რენტგენო-ლაბორანტის ვაკანსიას ქუთაისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი, ჯავახიშვილის #83ა
ძირითადი მოვალეობები:
** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
** სამედიცინო აპარატურასთან სამუშაო წესების შესრულების უზრუნველყოფა დროულად, უშეცდომოდ და სრულყოფილად;
** პროცედურასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა რენტგენო-ლაბორანტის მოწმობა ან სერთიფიკატი;
** სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო, საშუალო საექთნო ან საშუალო რენტგენო-ლაბორანტის განათლება;
** სასურველია სამუშო გამოცდილება რენტგენო-ლაბორანტის პოზიციაზე;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
** ყურადღება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების იდენტიფიცირების და აღმოფხვრის უნარი;
** ცვალებად გარემოში სწრაფად ადაპტაციის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 1 ნოემბერი, 2024
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:https://vian.health/ka/career/?careerId=1218
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 096 594.
"ვიანი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.