jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მომხმ. მხარდაჭერის და კვების სერვისის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ფუდ მენეჯმენტ გრუპი
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ნოემბერი

შპს "FMG (Food Management Group)" მომხმარებელთა მხარდაჭერის და კვების სერვისის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

"FMG (Food Management Group)" 2012 წლიდან აწარმოებს და რეალიზაციას უწევს საკვებ პროდუქტებს და თანმდევ მომსახურებებს. კომპანია სპეციალიზდება კორპორატიული კვების, ივენთ-ქეითერინგისა და კაფეტერიების მართვაში. დღეისათვის FMG ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა საქართველოს კვების მენეჯმენტის ბაზარზე. წამყვანი მენეჯერების მრავალწლიანი გამოცდილება და 100+ პროფესიონალ თანამშრომელთა გუნდის ძალისხმევა ყოველწლიურად უზრუნველყოფს კომპანიის დინამიურ ზრდასა და ქეითერინგის მაღალ სტანდარტების დანერგვას.

მდებარეობა: თბილისი, ატენის ქუჩა, ქავთარაძის ქუჩა, ციციშვილის ქუჩა

ძირითადი მოვალეობები:

** კვების ხაზზე საკვების ხარისხისა და ინვენტარის მართვა, რაც მოიცავს პროდუქციის დროულ შევსებას, ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას.
** მენიუს შემუშავებაში, პროექტების დაგეგმვაში და ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება, რათა სერვისები და შეთავაზებები მომხმარებელთა მოთხოვნებს მაქსიმალურად მოერგოს.
** საკვების გაყიდვების ყოველდღიური ანალიზი და მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება, რათა მუდმივად გაუმჯობესდეს სერვისის ხარისხი და მორგებულ იქნას შეთავაზებები.
** თანამშრომლობა შიდა გუნდებთან, რათა სერვისების მიწოდება მაქსიმალურად ეფექტურად განხორციელდეს.

პიროვნული მახასიათებლები:

** მოტივირებული და კარიერული ზრდისადმი ორიენტირებული
** კომუნიკაბელური და მომხმარებელთან ურთიერთობის კარგი უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
** ინიციატივიანი და შრომისმოყვარე
** სწრაფად ადაპტირებადი ცვლილებებთან და ახალი გამოცდილების მიღების სურვილით
** ეფექტური კომუნიკაციის და მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი უნარი
** პრობლემების სწრაფი გადაწყვეტის უნარი და ანალიტიკური აზროვნება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სერვისის სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (სასურველია, თუმცა არ არის სავალდებულო)
** MS Office (Word, Excel) პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ ანაზღაურებას
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
** სამედიცინო დაზღვევას
** კვების უზრუნველყოფას
** ფიტპასი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ბმულზე: https://wrk.ge/j5JBDFtqeI

ან მეილზე hr@fmgroup.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება)

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული:

FMG - Facebook გვერდი: https://www.facebook.com/foodmanagementgroup
FMG - Instagram გვერდი: https://www.instagram.com/foodmanagementgroup



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |