jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი თი გრუპი
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ნოემბერი

კომპანია "ჯი-თი გრუპ"-ი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"ჯი-თი გრუპ"-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს: https://www.gtgroup.ge

სამუშაო ადგილი: დავით აღმაშენებლის ხეივანი # 216;
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა და საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური გაყიდვების ინდივიდუალური გეგმების შესრულება;
** კორპორატიული კლიენტების ბიზნეს პროცესების შესწავლა და გაანალიზება, ინდივიდუალური სტრატეგიის შემუშავება გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება/მიღწევის მიზნით;
** კოპორატიული მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკებების წარმოება;
** პარტნიორი კომპანიების შენარჩუნებაზე ზრუნვა, მათთვის სრულყოფილი პროდუქტისა და სერვისის შეთავაზებით;
** არსებული და ახალი კლიენტებისთვის აქტიურად სიახლეების გაზიარება და საჭიროების შემთხვევაში პრეზენტაციების ჩატარება;
** ბაზარზე არსებული მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი, კონკურენტების შეფასება (ფასები/ სერვისები);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა Microsoft Office (Outlook, Excel; Word, PowerPoint);
** გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:  

** გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოება;
** შედეგებზე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკების წარმოება;
** დროის ეფექტურად მართვა;
** უკუკავშირისადმი ღიაობა;
** ანალიტიკურობა;
** გუნდურად მუშაობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtgroup.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

"გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ჯი-თი გრუპ"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |