jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მონაწილეთა შერჩევა პროექტისათვის ახალგაზრდები ცვლილებისთვის
მომწოდებელი: RA Consulting
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

მონაწილეთა შერჩევა პროექტისათვის "ახალგაზრდები ცვლილებისთვის".

ქალაქი ახალციხე

"RA Consulting" (რონდელის ფონდი) აცხადებს მონაწილეთა შერჩევას ქალაქ ახალციხეში ხუთდღიანი, ინტენსიური სასწავლო პროგრამისთვის - "ახალგაზრდები ცვლილებისთვის". სასწავლო პროგრამის მიზანია რეგიონებში აქტიური ახალგაზრდებისთვის ცოდნის გაღრმავება საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის საკითხებზე.

თუ ცხოვრობთ სამცხე-ჯავახეთში, ხართ აქტიური სტუდენტი, ან წარმოადგენთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასა თუ სამოქალაქო მოძრაობას, არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ ადგილობრივ მედიასაშუალებას, ეს პროგრამა თქვენთვისაა!

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ხუთი დღის განმავლობაში გაივლიან ინტენსიურ სასწავლო კურსს (სულ 30 საათი), რომელიც მოიცავს შემდეგ თემებს: პოლიტიკური იდეოლოგიები, პოლიტიკის ანალიზი, მასმედიის როლი, საგარეო პოლიტიკა, ეროვნული უსაფრთხოება და რეგიონული გამოწვევები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, თურქეთი და ახლო აღმოსავლეთი, ეკონომიკა და სხვ. სასწავლო კურსებს გაუძღვებიან რონდელის ფონდისა და მასთან ასოცირებული ექსპერტები. სასწავლო პროგრამა დაგეგმილია ამა წლის 23-27 ნოემბერს ქალაქ ახალციხეში.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: apply@gfsis.org

განაცხადის გამოგზავნისას წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ "ახალგაზრდები ცვლილებებისთვის"

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 5 ნოემბერი, 2024 წელი.

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ონლაინ-გასაუბრება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |