შპს "პსპ ფარმა" აცხადებს სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის მენეჯერის ვაკანსიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობის/კომერციულ პირობებზე შეთანხმება და მოლაპარაკების წარმოება;
** პარტნიორ სადაზღვევო კომპანიებთან ყოველთვიური ინტენსიური კომუნიკაცია და თვის ანგარიშების წარმოება;
** ფინანსური ანგარიშსწორების კოორდინირება და მონიტორინგი; შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** ტექნიკური სახის შეფერხების წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამის პირებთან გადამისამართება და პრობლემის აღმოფხვრის მონიტორინგი;
** ყოველთვიური რეპორტინგი მენეჯმენტისთვის
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ცოდნა და გამოცდილება:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა და დისციპლინა
** მათემატიკური უნარების ფლობა;
** დამარწმუნებელი კომუნიკაცია და მოლაპარაკების უნარი;
** პასუხისმგებლობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელფოსტის მისამართზე hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1 ნოემბერი, 2024 წელი.