jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: HR პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ნოემბერი

სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 600-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს.

"ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 24 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 8500-ზე მეტნი ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.

თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას HR პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პერსონალის შიდა საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში ჩართულობა და სტრატეგიული გეგმის აღსრულება-მართვა;
** კომპანიის შიდა საკომუნიკაციო არხების შექმნა-დანერგვაში ჩართულობა და მართვა;
** დამსაქმებლის ბრენდინგის სტრატეგიის შემუშავებაში ჩართულობა და შესაბამისი პროექტების აღსრულება-მართვა და რეპორტინგი;
** შიდა ღონისძიებებისა და თანამშრომელთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
** კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზების ნაწილში აქტიური ჩართულობა;
** პროექტებთან დაკავშირებული წლიური ბიუჯეტის/ების შემუშავება და ხარჯვითი აღრიცხვიანობის წარმოება;
** ჩატარებულ ღონისძიებათა ეფექტიანობის შეფასება, ანგარიშების წარმოება და რეკომენდაციების შემუშავება;
** დამსაქმებლის ბრენდინგისა და სხვადასხვა აქტივობების განხორციელების მიზნით გარე პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოებაში ჩართულობა და თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია, მინ. 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია პროექტების მართვის ინსტრუმენტების ცოდნა;
** აუცილებელია MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარები;
** კრეატიული/შემოქმედებითი აზროვნება;
** პროექტის მართვისა და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება სს "ნიკორა ტრეიდისა" ს/კ 206255808 და უფლებამოსილი პირის - შპს "თი.დი.ჯი კონსალტინგის" ს/კ 405123049 (რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ქუჩიშვილის ქ., N 18, სართული 1, საოფისე ფართი N2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე info@nikoratrade.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორა ტრეიდის" ს/კ 206255808 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე -  jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება " HR პროექტების მენეჯერი"

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |