jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: უსაფრთხოების ოფიცერი, ტექნიკოსი
მომწოდებელი: პანორამა ლისი გრანდ ჰოტელი
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ნოემბერი

სასტუმრო "Panorama Lisi Grand Hotel" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრისა და ტექნიკოსის პოზიციებზე.

1. უსაფრთხოების ოფიცერი

ძირითადი მოვალეობა:

** ობიექტის და თანამშრომლების დაცვა;
** ტერიტორიის მონიტორინგი, ადგილზე ან კამერების საშუალებით;
** ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტების აღწერა და ცვლისთვის გადაბარება;
** ცვლის ზედამხედველისათვის ცვლის ანგარიშის მიწოდება.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

რა დაგხვდებათ ჩვენთან:

** ტრეინინგის და განვითარების შესაძლებლობა;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** მეგობრული და დინამიური გარემო;
** ლანჩი

2. ტექნიკოსი

ძირითადი მოვალეობა:

** ავეჯის, ტექნიკის და ელექტრო მოწყობილობის, მაგ.: ტელევიზორების, მაცივრების და განათების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** მცირე ტექნიკის, სამზარეულოს აღჭურვილობის, სამრეცხაო მოწყობილობების, ქვაბების, ხელის და ელექტრო ხელსაწყოების, ასევე ზოგადი სანტექნიკის სისტემებისა და მოწყობილობების როგორიცაა მილების, ტუალეტები, ნიჟარები, სამზარეულო და სამრეცხაო ტექნიკა და ა.შ. ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** სასტუმროს გარე სივრცეების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** გათბობა-გაგრილების სისტემის გამართული მუშაობის კონტროლი და უზრუნველყოფა;
** ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემის დროული აღმოფხვრა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასტუმროს ან დაახლოებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ტექნიკური პრობლემების გადაჭრის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

რა დაგხვდებათ ჩვენთან:

** ტრეინინგის და განვითარების შესაძლებლობა;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** მეგობრული და დინამიური გარემო;
** ლანჩი.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მოცემულ ელექტრონულ ფოსტაზე: lashatsikhistavi@panoramalisi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |