jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სტაჟირება გეოდეზიისა და გრავიმეტრიის დეპარტამენტში
მომწოდებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 31 ოქტომბერი

"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის" დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გეოდეზიისა და გრავიმეტრიის დეპარტამენტში. სტაჟირება გაგრძელდება ორი თვე დასაქმების პერსპექტივით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით (კომპიუტერული მეცნიერებები, ფიზიკა, მათემატიკა, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები);
** უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ველზე მუშაობის უნარი;
** პუნქტუალობა.

აღნიშნული პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV 2024 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: earthscience@iliauni.edu.ge. აპლიკაციის გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სტაჟირება გეოდეზიისა და გრავიმეტრიის დეპარტამენტში ".

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |