jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საიტ მენეჯერი
მომწოდებელი: ბაუმერი
გამოქვეყნდა: 19 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 18 ნოემბერი

კომპანია "Baumer - ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:

** საინჟინრო სისტემების პროექტირება.
** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

დღეისათვის "ბაუმერს" არაერთი მსხვილი და რეგიონული მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.

"ბაუმერის" გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საიტ მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ყოველდღიური დეტალური კონტროლი;
** სამუშაოების დაგეგმვა, ზედამხედველობა და მართვა;
** შესრულებული სამუშაოების პროექტთან და ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით ხარჯების ოპტიმიზაცია და კონტროლი;
** სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შედგენა/შესრულება;
** ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების ცოდნა/დაცვა;
** ტექნიკური დოკუმენტაციის, ფორმა 29 - წარმოება;
** ნახაზებისა და სხვა დოკუმენტების გადამოწმება;
** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა კომპანიის მენეჯმენტთან;
** ობიექტის მომარაგების სწორად დაგეგმვა, საჭირო მასალების შესყიდვაზე დროული ინფორმაციის მიწოდება შესყიდვების დეპარტამენტთან;
** დამკვეთთან და საზედამხედველო სამსახურებთან ურთიერთობა;
** მიმდინარე პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტის გზების მოძიება;

მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება (სასურველია სამშენებლო მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** Excel-ის ცოდნა;
** MS project-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |