"ლექსუს თბილისი" იაპონური ბრენდის, "ლექსუსის" ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და 2018 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. "ლექსუსის" მომსახურება იაპონური სტუმართმოყვარეობის, ომოტენაშის, პრინციპებზეა დაფუძნებული.
ბრენდის ღირებულებები და გულწრფელი მიდგომა სტუმრის მიმართ ქმნის ლექსუსის გასაოცარ გამოცდილებას. ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც ადამიანები ყოველ ნაბიჯზე შეიგრძნობენ ლექსუსის უპირატესობებს, სიმშვიდეს ავტომობილის ფლობისას და სიამოვნებას ყოველ მომენტში.
"ლექსუს თბილისი" აცხადებს ვაკანსიას საავტომობილო სერვისის სუპერვაიზერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საავტომობილო სერვისში შემოსული ავტომობილების მომსახურების მონიტორინგი, ლექსუსის სტანდარტული საოპერაციო პროცედურების გათვალისწინებით;
** სერვისში და რეცხვის სერვისზე ჩაწერილი ავტომობილების განრიგის გაცნობა სამუშაო დღის დასაწყისში, ტექნიკოსებთან ერთად პროცესების დაგეგმვა და მართვა;
** შესასრულებელი სამუშაოებისთვის საჭირო ვადების ცოდნა და მომხმარებლისთვის ავტომობილის შეთანხმებულ ვადაში გადაცემაზე ზრუნვა;
** სერვისში შემოსული ავტომობილის დროული გადაყვანა სამრეცხაოზე, ტექნიკურ შემოწმებამდე ან შემოწმების შემდეგ;
** სერვისში ახალი ავტომობილების მიღების, ვიზუალური დათვალიერების და ტექნიკური შემოწმების პროცესის დაგეგმვაში მონაწილეობა, კომერციულ დეპარტამენტთან ერთად;
** ახალი ავტომობილების შემოწმების განრიგის გაცნობა ტექნიკოსებისთვის და სერვისის ყოველდღიურ საქმიანობასთან თანხვედრა;
** ტექნიკოსების მხრიდან უნიფორმის ტარების, სამუშაო სივრცის/ხელსაწყოების წესრიგის, უსაფრთხოების ნორმების დაცვის მონიტორინგი და დროული რეაგირება საჭიროების შემთხვევაში;
** დღის დასაწყისში კომერციული ავტომობილების გამოყვანა სერვისის სივრციდან და მომზადება სამუშაო პროცესისთვის;
** სერვისში მიმდინარე პროცესების გაუმჯობესებასთან და დახვეწასთან დაკავშირებით ინიციატივების გაზიარება და დღის შემაჯამებელი რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი უშუალო და დეპარტამენტის ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ავტომობილის აგებულების და ტექნიკური მახასიათებლების საბაზისო ცოდნა;
** აუცილებელია საავტომობილო სერვისში მუშაობის გამოცდილება;
** ავტომობილის მართვის მოწმობა და მართვის გამოცდილება;
** სასურველია გუნდთან მუშაობის გამოცდილება;
სამუშაო გრაფიკი: სრული;
ადგილმდებარეობა: დ.აღმაშენებლის ხეივანი 160, დიდი დიღომი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@lexus-tbilisi.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!