jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: 1C პროგრამის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: გაგრა პლუსი
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

სადისტრიბუციო კომპანია შპს "გაგრა პლუსი" აცხადებს ვაკანსიას 1C პროგრამის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამსახურებრივი მოვალეობები:

** პროგრამის საოპერაციო ნაწილის აწყობა, კომპანიაში არსებული საოპერაციო პროცესების მიხედვით;
** არსებული მოდულების მოდერნიზაცია კლიენტის მოთხოვნების შესაბამისად;
** პროგრამის ფუნქციონალური რესურსის სრულყოფილად გამოყენების უზრუნველყოფა;
** კომპანიის თანამშრომლების მიერ პროგრამაში დაგენერირებული ელექტრონული დოკუმენტების პერმანენტული კონტროლი დადგენილ წესების თანახმად
** პროგრამაში გაწერილი პროცესების დადგენილი პერიოდულობით აუდიტი;
** 1C მართვად ინტერფეისთან მუშაობის გამოცდილება;
** პროგრამაში მომხმარებლების მიერ მოთხოვნილი ფორმით რეპორტების აწყობა;
** პროგრამის ყოველი განახლებისას და ახალი მოდულის ექსპლუატაციაში ჩაშვებამდე, პროგრამის ტესტირება შესაძლო ხარვეზების გამოვლენისა და გასწორების მიზნით;
** პროგრამის შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ვებ სერვისების შემუშავება და პროგრამულ მოდულებთან ინტეგრაცია.
** აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 1C პროგრამის სრულყოფილი ცოდნა;
** 1C ბაზაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** არსებული პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ​დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

აღწერა:

** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით (კვირაში 40 სამუშაო საათი)
** დასვენების დღეები: შაბათი - კვირა.
** შრომის ანაზღაურება - 3500 ლარი დარიცხული.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@Gplus.Ge და გთხოვთ, შინაარსში (Subject) გთხოვთ მიუთითოთ: 1C პროგრამის ადმინისტრატორი.

გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |