jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორი
მომწოდებელი: რენეკო
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

"რენეკო" წარმოადგენს აგრო ინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად.

კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებებით. ხოლო მომხმარებლებისათვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია.

ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, გრანინი, ხომლი, ბასკინ რობინსი, ჩემი მარაგი, შენი კალათი.

პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა.

(დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/reneco/)

კომპანია "რენეკო" აცხადებს ვაკანსიას საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის (დისტანციურად) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სოციალურ ქსელში (Facebook, Instagram) შემოსულ პირად შეტყობინებებზე, კომენტარებზე პასუხის გაცემა დადგენილი პროცედურისა და სტანდარტის შესაბამისად;
** კომპანიის ვებგვერდზე შემოსული შეკვეთების მონიტორინგი;
** კომპანიის გაყიდვის არხებით (ტელეფონი, სოციალური ქსელი, ვებგვერდი) შემოსული შეკვეთების პროგრამულ უზრუნველყოფაში გაფორმება;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ბუღალტრული პროგრამა APEX - ის ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობა;
** სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 16:00 - 22:00 სთ; კვირა - 10:00 - 20:00 სთ.
ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი და ბონუსი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@reneco.ge . "სათაურის" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |