jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: სელფორდი
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

კომპანია "სელფორდი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

კომპანიის ვებგვერდი: http://www.sellford.ge
ოფისის მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი 80

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულო, რუსული და თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვების წლიური, კვარტალური და ყოველთვიური გეგმის შედგენის უზრუნველყოფა;
** შესყიდვების გეგმისა და საჭიროების მიხედვით, შესყიდვების ტიპის შერჩევა და დაგეგმვა;
** შესყიდვების პროცესის წარმართვის უზრუნველყოფა გეგმის შესაბამისად დელეგირების ფარგლებში;
** კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესყიდვების შეთანხმება დირექტორთან და პირადი კონტროლის ქვეშ აყვანა;
** შესყიდვების სამსახურის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა/საქმის გადანაწილება;
** მომწოდებელთა ბაზის შექმნის, განახლების და მართვის უზრუნველყოფა;
** მომწოდებლებთან და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოების უზრუნველყოფა;
** კონტრაქტის პირობების შესრულების მონიტორინგი;
** სავარაუდო ღირებულებისთვის ბაზრის კვლევის, ფასთა გამოკითხვის უზრუნველყოფა;
** ორგანიზაციაში შესყიდვების და ლოგისტიკის სრული ციკლის ჩამოყალიბება და მართვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიღებული წამოსული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდის მოტივაციისა და ლიდერობის უნარი;
** საქმის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
** მიზანდასახულობის და განვითარების სურვილი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: nkitovani@sellford.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |