jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორი
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს მძღოლი-ექსპედიტორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა)

რას გთავაზობთ?

** განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა
** კონკურენტული ანაზღაურება - 1750 ლარი ფიქსირებული + ცვლადი დანამატი (თვეში საშუალოდ 2200 ლარი, ფიქსირებულს+ცვლადი დანამატი)
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა
** ტრანსპორტირება
** კვება

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებისათვის მზა პროდუქციის მიწოდება კომპანიის პოლიტიკის, სამარშრუტო განრიგისა და შეკვეთის შესაბამისად
** კლიენტებისათვის პროდუქციის გადაცემის ზედნადებების და კლიენტებისაგან მიღებული ფულის სალაროში ჩაბარება
** მიწოდების პროცესში პროდუქციის და აღჭურვილობის უსაფრთხოების დაცვა (ტვირთის სწორი განთავსება და ატვირთვის და გადმოტვირთვის კონტროლი)
** ავტოტრანსპორტის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ავტომობილის ექსპლუატაციისა და რემონტის საკითხებზე მექანიკოსთან თანამშრომლობა.

კანდიდატის პროფილი:

** აუცილებელია C კატეგორიის მართვის მოწმობა
** 2+ წელი სატვირთო ავტოტრანსპორტის მართვის გამოცდილება
** სასურველია იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი
** გამართული კომუნიკაციის უნარი
** ქონებრივი უზრუნველყოფის გარეშე

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: delivery_cau@pepsico.com და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |