jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ასორტი ვერე
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

კომპანია "ასორტი ვერე" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

"ასორტი ვერე"-ს საკონდიტრო წარმოება, ცივი და ცხელი სამზარეულო, საცხობი ნაწარმი- 2007 წლიდან ქართულ ბაზარზე მოწინავე ადგილს იკავებს და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს.

ასორტის სახელის ქვეშ დღეს უკვე ერთიანდება 1 ცენტრალიზებული საწარმო და 8 კაფეტერიათა ქსელი - სადაც სამასზე მეტი პირია დასაქმებული.

კომპანია დაარსების დღიდან ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებასა და წინსვლას.

ასორტში შეძლებთ გამოიყენოთ თქვენი პოტენციალის მაქსიმუმი, სრულად დაეუფლოთ თქვენს პოზიციას, ყოველდღიურად გქონდეთ შეხება საინტერესო გამოწვევებთან და პროფესიული ზრდის უნიკალურ შესაძლებლობებთან!

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი / ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00 სთ
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა / Fitpass-ით სარგებლობა / კარიერული განვითარება

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის შესყიდვების ბიუჯეტისა და პროცესების დაგეგმვა, დანერგვა და პერიოდულად განახლება;
** ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე წარმოებისთვის საჭირო მასალის/პროდუქტის და მათი ფასების მოკვლევა;
** ძირითად მომწოდებლებთან მუდმივი კომუნიკაცია და სტრატეგიული თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ლოჯისტიკური და სასაწყობო საქმიანობის გამართულად, სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
** ტრანსპორტირების ციკლის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი;
** სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვის ხარჯების ოპტიმიზაცია;
** შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშების წარდგენა;
** უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მართვა და მათ განვითარებაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** MS Office-ის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;

პიროვნული თვისებები/უნარები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლიანობა;
** ორგანიზებულობა;
** პრიორიტეტების სწორად დანახვის უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** ლიდერობა და გუნდის კოორდინაცია;

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge. წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ "შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |