"1740 სასტუმრო ყაზბეგი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 1400 ლარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა; დამატებითი რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმალური გამოცდილება
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრებისთვის დახმარების გაწევა და კითხვებზე დროული პასუხი პოზიტიური შედეგის მისაღწევად;
** სტუმრებისთვის ეფექტური მიღება-განთავსება-გაწერის პროცედურის უზრუნველყოფა;
** სასტუმროს ოთახის კატეგორიების, ფასების, აქციების, პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ ცოდნის დემონსტრირება ყოველდღიური მოვალეობის შესრულებისას;
** სტუმრებთან პირდაპირი, ტელეფონით და მეილის საშუალებით კომუნიკაცია;
** გაუთვალისწინებელ პრობლემებზე დროული რეაგირება და გადაჭრის გზების მოძიება;
** ყოველდღიური რეპორტების მომზადება
დამატებითი სარგებელი:
** საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
** კვება
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: lika.togonidze@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე.
T: 591 626 222