სავაჭრო კომპანია შპს "მომავლის სახლი" 20 წელია წარმატებულად ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს ალუმინის/მეტალო-პლასტმასის სისტემების იმპორტს და რეალიზაციას.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე, დიღმის მასივის ფილიალში გაყიდვების განყოფილებაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ტექნიკური განათლების მქონე კანდიდატებს)
** უცხო ენის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად
** სამუშაო გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს გაყიდვების განყოფილებაში მუშაობის გამოცდილებით)
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული თვისებები:
** გამართული კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სწავლაზე ორიენტირებული
** პუნქტუალური
** შრომისმოყვარე
** ორგანიზებული
მოვალეობები:
** კომპანიის ასორტიმენტში არსებული სისტემების სიღრმისეული ცოდნა
** შეკვეთების მიღება-კალკულაცია, პირისპირ კლიენტებთან კომუნიკაციით, სატელეფონო ზარებით, ელექტრონული ფოსტით
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 9:00-16:00
** შაბათი: 9:00-14:00
** ანაზღაურებად 2 თვიან სტაჟირებას (1000 ლარი თვეში დარიცხული)
გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: import.hof@protonmail.com (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).