jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: ნათაძის სახ. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

შპს "გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორიის ფიზიკურ-ქიმიური განყოფილების ქიმიკოსის პოზიციაზე დანიშვნის მიზნით, კერძოდ:

ძირითადი მოვალეობები:

** ხელი შეუწყოს განყოფილებაში ლაბორატორიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვას ისო 17025-ის მიხედვით;
** მოახდინოს ლაბორატორიისათვის აქტუალური ახალი მეთოდების შესწავლა, დანერგვა და ვალიდაცია;
** შეიმუშაოს სტანდარტული საოპერაციო პროცედურები, ინსტრუქციები და სხვა აუცილებელი დოკუმენტაცია, განყოფილების მუშაობის უზრუნველსაყოფად;
** უზრუნველყოს ლაბორატორიათაშორისი და პროფესიული ტესტირებების ჩატარება;
** ლაბორატორიის აკრედიტაციის სფეროთი დადგენილი მეთოდების გამოყენებით აიღოს პასუხისმგებლობა ფიზიკურ-ქიმიური კვლევისთვის ნიმუშების აღებაზე და კვლევაზე ფუნქციების გადანაწილების მატრიცის შესაბამისად;
** დაიცვას: ჩატარებული გამოცდების შედეგების კონფიდენციალურობის მოთხოვნები, ინსტიტუტის შინაგანაწესი, ლაბორატორიაში ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი აკადემიური განათლება - მაგისტრი;
** ქიმიკოსის პოზიციაზე სამუშაო-პრაქტიკული გამოცდილება (არანაკლებ 2 წელი) საგამოცდო ლაბორატორიაში (სურსათის ან/და გარემოს ობიექტების კვლევის სფეროში);
** ისო 17025 სტანდარტით აკრედიტაციის გავლის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სავალდებულოა უცხო ენის ცოდნა - ინგლისური ან/და სხვა;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.

სამოტივაციო წერილის, რეკომენდაციებისა და CV წარმოდგენა მისამართზე r.kobakhidze@hygiene.ge სავალდებულოა.

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი თანამდებობის (ქიმიკოსი) დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე.

გასაუბრების წარმატებით დასრულების შემდეგ, კანდიდატის გამოსაცდელი ვადით (ერთიდან - არაუმეტეს 3 თვე) სამუშაოზე აყვანის შემთხვევაში, დროებითი სახელფასო ანაზღაურების ოდენობა დადგინდება ურთიერთშეთანხმებით.

გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდგომ, ინსტიტუტის მუდმივ შტატში აყვანის შემთხვევაში, თანამშრომელს დაენიშნება გამოსაცდელ ვადაში დანიშნულ ხელფასთან შედარებით ფიქსირებულად მაღალი სახელფასო განაკვეთი.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |