DL ჰოლდინგი სამშენებლო/სარემონტო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების 5 კომპანიას აერთიანებს. ჰოლდინგი საქართველოში 10 წელზე მეტია ოპერირებს, გამოირჩევა ნოვატორული პროექტებით და მუდმივად ორიენტირებულია ზრდასა და განვითარებაზე.
ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ძირითადი საქმიანობაა:
** მცირე და მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლებისა და აგარაკების მშენებლობა;
** ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინებისა და კომერციული ობიექტების სარემონტო სამუშაოები;
** არქიტექტურული მომსახურება - შენობა-ნაგებობების პროექტირება, პროექტის შეთანხმება;
** ინტერიერის დიზაინის მომსახურება;
** შრომის უსაფრთხოების მომსახურება.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://decoline.ge/
DL ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მშენებლობისა და რემონტის მიმართულების გაყიდვების სტრატეგიის შემუშავების პროცესში მონაწილეობა;
** მშენებლობისა და რემონტის ჭრილში ბაზრის კვლევა და ანალიზი შემდეგი მიმართულებებით: პოტენციური მომხმარებლების საჭიროებების კვლევა, კონკურენტების შესწავლა და ანალიზი, ბაზრის ტენდენციების დადგენა, ბაზრის პოტენციალის შეფასება, ახალი მიზნობრივი ჯგუფების იდენტიფიცირება, სამშენებლო სფეროში ინოვაციების კვლევა;
** პოტენციური დამკვეთების მოძიება და მოზიდვა;
** მშენებლობისა და რემონტის მიმართულებისთვის მომგებიანი საფასო პოლიტიკის წარმართვა;
** პოტენციური დამკვეთების ბაზების შექმნა და მუდმივი განახლება;
** პოტენციურ დამკვეთებთან კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკებების წარმოება;
** მშენებლობისა და რემონტის მომსახურების გაუმჯობესებისთვის იდეების ინიცირება და უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა;
** გაყიდვების ანალიტიკის წარმოება მშენებლობისა და რემონტის მიმართულებით, გაყიდვების გეგმის მიმდინარეობის მართვა, გადაცდომების გამოვლენა და გადახრებზე რეაგირება;
** დებიტორებთან კომუნიკაცია და თანხის ამოღების მაქსიმიზაციის უზრუნველყოფა
სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდა (MS Office; Excel);
** გაყიდვების მიმართულებით არანაკლებ 2 წლიანი გმოცდილება
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
ლოკაცია: თბილისი, ვაჟა-ფშაველა, დავით თავხელიძის 1ა
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30
ანაზღაურება: საბაზისო (შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსი
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) მისამართზე: cv@decoline.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი".
შპს "დი ელ გრუპის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "დი ელ გრუპი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; აცხადებთ თანხმობას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს "დი ელ გრუპმა" თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს "დი ელ გრუპი" შესაბამის ვადებში სრულად გაანადგურებს თქვენს რეზიუმეს [CV] და ჰოლდინგში არსებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.