კომპანია შპს "ტრანზაქციული სისტემები" აცხადებს ვაკანსიას თბილისში ექვაირინგის განყოფილებაში პოს ტერმინალის ტექნიკოსის თანამდებობაზე.
კომპანია საქმიანობს საბანკო-საფინანსო სფეროში.
მდებარეობა: თბილისი, ორთაჭალა
სამუშაო განაკვეთი: სრული
გინდა გახდე ტექნიკური გუნდის ნაწილი და დაეხმარო ბიზნესებს თანამედროვე საგადახდო სისტემების დანერგვაში?
ჩვენ ვეძებთ პოს ტერმინალის ტექნიკოსს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პოს ტერმინალის ადგილზე მიტანასა და მომხმარებლების ტრენინგის ჩატარებაზე.
მოვალეობები:
** პოს ტერმინალის ადგილზე მიტანა და დაყენება.
** მომხმარებლებისთვის პოს ტერმინალის მოხმარების ტრენინგის ჩატარება.
აუცილებელი მოთხოვნები:
** ავტომობილი (მოქმედი).
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
პირობები:
** ანაზღაურებადი სტაჟირება: 800 ლარი.
** სტაჟირების მაქსიმალური ვადა: 3 თვე (სტაჟირების დროულად დასრულების შემთხვევაში).
** სტაჟირების შემდეგ: ანაზღაურება 1000 ლარი + ბონუსი + მანქანის იჯარა.
რატომ ჩვენთან?
** პერსონალური და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები.
** სტაბილური სამუშაო გარემო და საინტერესო ტექნიკური გამოწვევები.
** საგადახდო სისტემების სფეროში ზრდის შესაძლებლობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: iana.bibiluri@tr-sys.eu, operations@tr-sys.eu
სათაურის ველში, გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: [25.11.2024]
გახდი ჩვენი ტექნიკური გუნდის ნაწილი და განავითარე შენი კარიერა ჩვენთან ერთად!