jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: PET წარმოების ოპერატორი, ტამპოპრინტის ოპერატორი
მომწოდებელი: Caucasian PET Company
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

სს "კავკასიან პეტ კომპანი" ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.

ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში

ვაცხადებთ კანდიდატების ძიებას შემდეგ პოზიციებზე:

1) PET წარმოების ოპერატორი 3 - 1 ვაკანსია

თანამდებობრივი მოვალეობები:

** პროდუქციის წარმოების პროცესის გაშვება, რეგულირება და კონტროლი, მაღალი ხარისხის PET და PE პროდუქციის გამოშვება.
** მოწყობილობების ტექნიკური პარამეტრების კონტროლი და რეგულირება.
** გამოსაშვები პროდუქციის ხარისხის კონტროლი; დანადგარების მუშაობის ჟურნალის წარმოება; ცვლის ანგარიშების შედგენა.
** საამქროს ტერიტორიისა და მოწყობილობების დასუფთავება.
** ნებისმიერი დამხმარე სამუშაოების შესრულება.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** საწარმოო დანადგარების და ხაზების მომსახურების გამოცდილება (სასურველია).
** ტექნიკასთან, მექანიზმებთან, ელექტრო მოწყობილობებთან მუშაობის უნარები (სასურველია).
** კომპიუტერულის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე და დოკუმენტაციის წარმოების წესების ცოდნა.
** ქართული და რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა.
** პასუხისმგებლობიანი, ყურადღებიანი, შრომისმოყვარე.

პირობები:

** სამუშაო განრიგი: 08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2 სამუშაო დღე: დღე/ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება + დამატებითი სამუშაო ანაზღაურებადი, საჭიროებიდან გამომდინარე).
** ანაზღაურება: 1105 ლარი ხელზე ან 6, 05 ლარი საათში საგამოცდო პერიოდის განმავლობაში (3 თვე).

2) ტამპოპრინტის ოპერატორი (ლოგოტიპირება) - 1 ვაკანსია

თანამდებობრივი მოვალეობები:

** ლოგოტიპირების პროცესის გაშვება, რეგულირება, პროცესის კონტროლი (საღებავებთან და გამხსნელებთან მუშაობა).
** მოწყობილობების ტექნოლოგიური პარამეტრების რეგულირება და კონტროლი.
** Panton-თან (სტანდარტიზებული ფერის შემრჩევი სისტემა) მუშაობა - დამტკიცებული საღებავების რეგულირება.
** გამოსაშვები პროდუქციის ხარისხის კონტროლი; დანადგარების მუშაობის ჟურნალის წარმოება; ცვლის ანგარიშების შედგენა.
** საამქროს ტერიტორიისა და მოწყობილობების დასუფთავება.
** ნებისმიერი დამხმარე სამუშაოების შესრულება.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** საწარმოო დანადგარების და ხაზების მომსახურების გამოცდილება (სასურველია).
** ტექნიკასთან, მექანიზმებთან, ელექტრო მოწყობილობებთან მუშაობის უნარები (სასურველია).
** კომპიუტერულის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე და დოკუმენტაციის წარმოების წესების ცოდნა.
** ქართული და რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა.
** პასუხისმგებლობიანი, ყურადღებიანი, შრომისმოყვარე.

პირობები:

** სამუშაო განრიგი: 08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2 სამუშაო დღე: დღე/ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება + დამატებითი სამუშაო ანაზღაურებადი, საჭიროებიდან გამომდინარე).
** ანაზღაურება: 1375 ლარი ხელზე ან 7, 53 ლარი საათში საგამოცდო პერიოდის განმავლობაში (3 თვე).

სამუშაო პირობები ყველა ვაკანსიისთვის:

** პრემირება - წლის მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე
** ჩვენი სოციალური პაკეტი მოიცავს: სამედიცინო დაზღვევა; ტრანსპორტირება სამსახურში და უკან (რუსთავი); კორპორაციული მობილური ნომერი; კვება შესვენების დროს; FITPASS-ის კორპორაციული ტარიფი (აუზი, სპორტ-დარბაზი).

რეზიუმე გამოაგზავნეთ მეილზე: viktoriya.kovalenko@caucasianpet.com



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |