"ეროპიან ფერტილითი კლინიკა" რომელიც ორიენტირებულია ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობაზე, აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი კრწანისის მე 2 შესახვევი 33
სამუშაო განაკვეთი სრული (კვირაში 40 სამუშაო საათი)
დასვენების დღე: კვირაში 2 შეთანხმებით .
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტის შესაბამის პროგრამაში რეგისტრირება
** ამბულატორული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარგანსაზღვრული წესის შესაბამისად
** პაციენტისთვის ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ
** სხვა ფუნქცია-მოვალეობები უშუალო უფროსის დავალების შესაბამისად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** სამედიცინო დაწესებულებაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა
** სავალდებულოა რუსული ენის ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა
** დისციპლინის წესებისა და პროცედურების დაცვა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე გადმოაგზავნოთ მისამართზე admin@efclinic.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური ადგილის დასახელება "რეგისტრატორი".
გისურვებთ წარმატებას.