"Boncafé • ბონკაფე" თავის გუნდში იწვევს აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატს საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.
"ბონკაფე" წარმოადგეს ადგილს, სადაც მომხმარებელს ვთავაზობთ ყოველდღიური რაციონის შემადგენელ საკვებ პროდუქტებს. პურ-ფუნთუშეულს, მრავალფეროვან საუზმეებს, სხვადასხვა სახეობის ცხელ და ცივ კერძებს, დესერტებს. ცივ და ცხელ სასმელებს.
დღესდღეობით ოპერირებს ერთი ობიექტი, ხოლო ნოემბრის ბოლოდან იხსნება მეორე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
** ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით ფიქსირებული+საბონუსე სქემა
** თანამშრომლებისთვის 50%-იანი ფასდაკლება ნაწარმოებ პროდუქციაზე
** თანამშრომლის კვებით სარგებლობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** ინგლისური ენისა და საოფისე პროგრამების ცოდნა
** სარესტორნო და მომსახურების სფეროში 2 წლიანი გამოცდილება, მენეჯერულ პოზიციაზე
** სურსათის უვნებლობის სტანდარტის ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** ობიექტების შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა.
** მომსახურების პროცესის მართვა და მონიტორინგი.
** HACCP-ისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დაცვის მონიტორინგი (ე.წ. "ჩექ ლისტების" შესაბამისად).
** ნედლეულისა და სახარჯი მასალების მომწოდებლებთან შეკვეთების განთავსება, კომერციული პირობების შეთანხმება, ფასებისა და პროდუქციის დროულად მოწოდების მონიტორინგი.
** სხვა კონტრაქტორებთან და სერვისის პროვაიდერებთან კომუნიკაცია.
** ქოსთ კონტროლისა და ფინანსურ მენეჯერებთან მჭიდრო კომუნიკაცია, ინფორმაციის დროული გაცლა.
** ქოსთ კონტროლისა და ფინანსური მენეჯერებისგან ინფორმაციის მიღება და გადაცდომებზე რეაგირება.
** ინვენტარიზაციების დაგეგმვა და პროცესის მონიტორინგი.
** კერძების, სასმელების მომზადების ხარისხისა და ვიზუალის კონტროლი.
** სამუშაო განრიგების შედგენა და კორექტირება.
** თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და შეფასება.
** ახალი კადრების შერჩევა-აყვანის პროცესში მონაწილეობის მიღება.
** ხარჯების ოპტიმიზაციისა და გაყიდვების ზრდაზე მუდმივი მუშაობა.
** სასაქონლო მარაგებისა მატერიალური ფასეულობების ეფექტური მართვა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ-ფოსტის მისამართზე: hrboncafetbilisi@gmail.com. დასახლების ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.