შპს "IntCo" ვეძებთ კორპორაციული გაყიდვების მენეჯერს ქ. თბილისში.
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა მოტივირებული ხალხით.
თქვენ გაიცნობთ დარგის ლიდერებს, ყოველდღიურად პროფესიულად გაიზრდებით და აღმოჩნდებით კარიერის სრულიად ახალ ეტაპზე.
სამუშაოს აღწერილობა:
** მომხმარებლებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება
** კორპორაციული კლიენტების პორტფელის ფორმირება
** კორპორაციულ ორგანიზაციებთან მოლაპარაკების ორგანიზება
** კორპორაციულ მომხმარებლებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება
** CRM ბაზის ფორმირება და მართვა
** მომხმარებლებისთვის პრეზენტაციის და სხვადასხვა კომერციული შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
** გაყიდვების რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას
** სრულად დაფინანსებულ მივლინებებს საქართველოში და საზღვარგარეთ
** სამუშაო გარემოს, სადაც გექნებათ საშუალება განახორციელოთ თქვენი იდეები
ჩვენ გთავაზობთ:
** მაღალ და ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას, საწყის ეტაპზე, 3 გამოსაცდელი თვის მანძილზე 1000 ლარს და მეტს
** კარიერული წინსვლისა და რეალური დაწინაურების შესაძლებლობას
** მრავალფეროვან წახალისების სისტემას
** დამატებით ბონუსებს
** სხვადასხვა კორპორაციულ აქტივობებს
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან მე-4 კურსის სტუდენტები
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სასურველია მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ მისამართზე: intcoveric@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "sales".
შემოუერთდი "IntCo"-ს წარმატებულ გუნდს!