jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: Hyundai Limo Service
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

"Limo Service" მაღალი კლასის ტრანსპორტირების სერვისია, რომელიც სთავაზობს B2B, B2C და B2B2C -ის უახლესი ავტომობილებითა და მძღოლით მომსახურებას საქართველოს მასშტაბით.

"Hyundai Limo Service" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: 10:00 - 18:00
** შაბათი: 10-13:00
** დასვენების დღეები: კვირა
** ანაზღაურება: 1200 ლარიდან გამოცდილების გათვალისწინებით
** მისამართი: რუსთავი, ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტ., ჰიუნდაის ავტო ცენტრი.

ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:

** სატელეფონო თუ სხვადასხვა არხებიდან შემოსული შეკვეთების მიღება.
** მიღებული შეკვეთების დამუშავება პროგრამულად.
** მანქანების, მძღოლების მზაობის გადამოწმება ავტოპარკის ხელმძღვანელთან.
** დადასტურებული და გაუქმებული შეკვეთების აღრიცხვა, რეპორტის წარმოება მენეჯმენტისათვის.
** შესრულებული სამუშაოს შესახებ უკუკავშირის განხორციელება მომხმარებელთან.
** პერიოდულად კომპანიის მენეჯმენტისაგან მოთხოვნილი რეპორტები შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასტუმროს ან დაახლოებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური, რუსული ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზეა ჩაითვლება უპირატესად;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

დამატებითი სარგებელი:

** კონკურენტული ანაზღაურება
** დაზღვევა
** სერვისზე სპეც. პირობები თანამშრომლებისათვის
** საბონუსე სისტემა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: sale@limoservice.ge.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |