jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: SHAMANI
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

თუ თქვენ ეძებთ არა უბრალოდ სამუშაოს, არამედ შესაძლებლობას, რომ შემოუერთდეთ თანამოაზრეთა გუნდს, რომლებიც ისწრაფვიანიან სამყაროს უკეთ შეცნობისკენ, განვითარებისკენ და ეხმარებიან სხვა ადამიანებს გახდნენ უკეთესები, მაშინ "SHAMANI"-ს ვაკანსია გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე შენთვისაა!

ჩვენ ვეძებთ არა უბრალო თანამშრომელს არამედ სულიერად ახლო მეგზურს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ფასეულობებს და გახდება "SHAMANI"-ს მეგობრული ოჯახის ნაწილი!

რა გევალება:

** მომხმარებლების დისტანციური კონსულტაციის გაწევა, ტელეფონითა და ციფრული პლატფორმების საშუალებით;
** მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, მომსახურების გაწევა კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება, მახასიათებლების გაცნობა, დაინტერესების შემთხვევაში შეკვეთის გაფორმება;
** მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სიახლეებისა და შეთავაზებების გაცნობა;
** მუშაობა CRM სისტემაში;
** აქტიური ურთიერთობის მხარდაჭერა გუნდთან.

რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი:

** ახლის შეცნობის და განვითარების გულწრფელი სურვილი;
** ენერგიულობა და პოზიტიური შეხედულება ცხოვრებაზე;
** პასუხისმგებლობა და ჩართულობა;
** ემპათიურობა და დახმარების გულწრფელი სურვილი.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკური და თავისუფალი აზროვნების უნარი

სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე, 8 საათიანი გრაფიკი.
ანაზღაურება: სტაჟიორის საწყისი ანაზღაურება დარიცხული 963₾ (სტაჟირების ხანგრძლივობა 1 თვე).
გაყიდვების მენეჯერის ფიქსირებული ანაზღაურება დარიცხული 963 ლარი + გაყიდულის პროცენტი + დამატებითი ბონუსები.

არ დაფიქრდეთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: info@shamani.pro და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან/და შეავსეთ განცხადების ფორმა ბმულზე https://www.shamani.pro/hh

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |