jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: SMG - Safety Management Group
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

ჩვენ ვართ შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის საკონსულტაციო კომპანია მრავალპროფილური პორტფელით. SMG (Safety Management Group) დაარსდა 2019 წელს და დღეს ჩვენ 200-მდე პარტნიორის ნდობით ვსარგებლობთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა დავეხმაროთ პარტნიორებს შექმნან უსაფრთხო სამუშაო გარემო დასაქმებულთათვის, ავამაღლოთ ცნობიერება კომპანიებში და სრულად დავაზღვიოთ მოსალოდნელი რისკებისგან.

"შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ჟ. შარტავას #33
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)
ანაზღაურება ფიქსირებულის დამატებული ბონუსი ყოველ მოზიდულ კლიენტზე (ყოველთვიური მომსახურების ღირებულების 25% (ერთჯერადად);

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და კომპანიის პროდუქტების შეთავაზება;
** კლიენტის დაინტერესების შემთხვევაში პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** შეხვედრების ჩანიშვნა, პოტენციურ კლიენტებთან ადგილზე მისვლა და პრეზენტაციის ჩატარება.
** საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოძიება/შეთანხმება და კლიენტისთვის მიწოდება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სატელეფონო/დისტანციური გაყიდვების სფეროში;
** უპირატესობა მიენიჭება გამოცდილებას სერვისის გაყიდვების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** რუსული ან/და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური.

გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე;
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაკავშირება: 577 20 87 87.

კომპანია გთავაზობთ

** ულიმიტო სატელეფონო სერვისს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: info@smgroup.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |