საკონსულტაციო კომპანია "კონტექსტ კონსალტინგი/Context Consulting" (https://contextconsulting.ge) ფინანსურ და არასაფინანსო ინსტიტუტებს უწევს კონსულტაციას და ეხმარება AML/ფულის გათეთრების აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნების დანერგვაში. ის თანამშრომლობს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან (GAU) და ატარებს მოკლე სასერტიფიკატო კურსებს AML სპეციალისტებისათვის და ამ სპეციალობის შეძენის მსურველებისათვის.
ბაზრის კვლევიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომპანია იწყებს AML/შესაბამისობასთან დაკავშირებული კადრების მოძიებას მათთვის შესაბამისი დასაქმების შესათავაზებლად. გამოიკვეთა საჭიროება არსებობდეს AML კადრების საერთო ბაზა, რომლითაც ისარგებლებენ, როგორც AML ანგარიშვალდებული კომპანიები, ისე სხვადასხვა რანგის AML სპეციალისტები, რომლებსაც მიეცემათ საშუალება ახალი შეთავაზებებისა და კარიერული ზრდის. ეს იქნება არა მხოლოდ მონაცემთა ბაზა, არამედ გადამზადების ცენტრიც სხვადასხვა დონის და პროფილის AML სპეციალისტებისათვის.
ჩვენი კომპანიის AML/HR ბაზაში მოსახვედრად, გთხოვთ, გამოგვიგზავნით თქვენი CV კომპანიის მისამართზე: contextconsulting.cc@gmail.com რის შემდეგაც დაგიკავშირდებით დამატებითი ინფორმაციით.
კონფიდენციალურობა დაცულია.