jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერი
მომწოდებელი: City Hotels
გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ნოემბერი

სასტუმროების ქსელი "City Hotels" თბილისში, რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham" - აცხადებს ვაკანსიას კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00, კვირაში 5 სამუშაო დღე.
** ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი
** სამუშაო ადგილი: თბილისი (სასტუმრო "City Avenue" - მის: აღმაშენებლის # 140 ბ) და სასტუმრო "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- მის: თამარ მეფის# 24)

ჩვენ გთავაზობთ:

** TBC ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებული პერსონალის ორგანიზებული მართვა;
** მენიუს კალკულაციების შედგენა და პროგრამულად უზრუნველყოფა;
** ჰიგიენური ნორმების კონტროლი;
** სამზარეულოს ნაშთების კონტროლი და მართვა;
** აღწერების ჩატარება და შედეგების შესახებ პერიოდული რეპორტების წარმოება;
** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება ბუღალტერიისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** მარაგების მართვის პროგრამა "supra"-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და მისი დროულად შესრულების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი.

"City hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე:https://www.cityhotels.ge

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cityhotels.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება: კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |