ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში შესყიდვების ოფიცრის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეკვეთების დამუშავება და SAP სისტემაში ფორმირება;
** შეკვეთებთან დაკავშირებით მომწოდებელთან კომუნიკაცია;
** ყოველკვირეული რეპორტის მომზადება (პროდუქციის რეალიზაცია, დეფიციტური და არარეალიზებული საქონელი);
** სწრაფი შეკვეთების ფორმირება და ანალიზი;
** შეკვეთების ჩამოსატანად შესაბამისი ტრანსპორტის მოძიება და მონიტორინგი;
** საბაჟოსთან ურთიერთობა;
** ჩამოსული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გაზიარება ფილიალებისთვის;
** ლოგისტიკური ინფორმაციის შეკრება და სისტემატური რეპორტინგი;
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1509
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.