jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: პროფესიული მასწავლებელი-ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება
მომწოდებელი: სსიპ კოლეჯი აისი
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 ნოემბერი

სსიპ კოლეჯი "აისი" აცხადებს ვაკანსიას მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული მოდულების განმახორციელებელი პროფესიული მასწავლებლის პოზიციაზე.

სსიპ კოლეჯი "აისი" არის ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული კოლეჯი საქართველოში, რომელიც 1980 წლიდან პოზიციონირებს პროფესიული განათლების ბაზარზე. ახორციელებს როგორც გრძელვადიან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამებს სოფლის მეურნეობის, ინჟინერიის, მომსახურების, ხელოვნების, ბიზნეს- ადმინისტრირების, ინფორმაციის ტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის მიმართულებით.

კოლეჯი "აისი" მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და მათ პიროვნულ ზრდაზე, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ კოლეჯის წარმატება სწორედ წარმატებულ თანამშრომლებზე დგას. ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, აქ დაგხვდებათ მეგობრული გუნდი და კომფორტული სამუშაო გარემო.

განათლება და ძირითადი მოთხოვნები:

** კონკურსში მონაწილე პირს უნდა ჰქონდეს დარგის შესაბამისი უმაღლესი ანდა პროფესიული განათლება ანდა დარგში მუშაობის მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური A1

მნიშვნელოვანი უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთების მიმართულებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და სრულყოფის პროცესში მონაწილეობა;
** სწავლების დასაწყისში პროფესიული სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულის სწავლის შედეგების, შეფასების პირობების და კრიტერიუმების გაცნობა ;
** კალენდარული გეგმის შედგენა სასწავლო გეგმის შესაბამისად;
** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო მასალის მოდიფიცირება/აკომოდირება;
** სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების დაცვა;
** პროფესიულ სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევების/კომპეტენციების ჩამოყალიბებისათვის შესაბამისი სწავლება და შეფასება (შეფასების ინსტრუმენტების მომზადება, მონაწილეობა მათი ვალიდაციის პროცესში, სტუდენტთა ნაშრომების შეფასება, მიღწეული შედეგების განხილვა პერსონალური მონაცემების დაცვით და შეფასების პროცესში მომზადებული მტკიცებულებების გადაცემა კოლეჯისათვის), მონაწილეობა ვერიფიკაციის პროცესში, ინტერესთან კონფლიქტის გათვალისწინებით;
** საჭიროების შემთხვევაში, პროფესიული სტუდენტებისთვის დამატებითი (განმეორებითი) შეფასების განხორციელება;
** სტუდენტის სოციალიზაციის, სამოქალაქო, პიროვნული კულტურისა და ღირებულებების ჩამოყალიბების, პროფესიული უნარ-ჩვევების დაუფლებისა და გამომუშავებაში ხელშეწყობა.
** სწავლების განმავლობაში პროფესიული სტუდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** მონაწილეობა პროფესიული განვითარების ღონისძიებებში/აქტივობებში;
** სასწავლო რესურსების შექმნა (თვალსაჩინოებები, საკითხავები, პრეზენტაციები და სხვა)

სახელფასო დიაპაზონი: ანაზღაურება მოხდება ჩატარებული საათების შესაბამისად (1 საათის ანაზღაურება 19.80 ლარი დარიცხვით).

კონკურსში მონაწილეობის უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება და აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;

კანდიდატმა განაცხადი უნდა გამოაგზავნოს შემდეგ მისამართზე: hrcollegeaisi.com

კონკურსანტმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს:

** CV
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაჭრეთი, სსიპ კოლეჯი "აისი".
** განაკვეთი: სრული
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი;
** საკომუნიკაციო პაკეტებით უზრუნველყოფა

CV-ების მიღების ბოლო ვადაა: 16.11.2024 წელი

დამატებითი ინფორმაციისთვის აუცილებლად მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: hrcollegeaisi@gmail.com ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 551 91 05 91.

წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ სსიპ კოლეჯი "აისი", "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |