საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე შიდა გადაზიდვების დეპარტამენტის უფროსი.
"ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. "ინექს გრუპი" ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.
სამუშაო განაკვეთი - სრული.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
დასვენება - შაბათი და კვირა.
საქმიანობის აღწერა:
** შიდა საკურიერო მომსახურების გამართვა და მონიტორინგი საქართველოს მასშტაბით, სტანდარტებისა და კანონმდებლობის შესაბამისად წარმოება;
** პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და შემდგომი კონტროლი;
** ტრანსპორტის და კურიერების ადგილმდებარეობის მონიტორინგი;
** ამანათების გადაზიდვების ეფექტური, შეუფერხებელი მიწოდება, ვადების კონტროლი;
** საამანათო სისტემასთან მუშაობა;
** პერიოდული ანგარიშგებების წარმოება.
აუცილებელი მოთხოვნები:
** ლოჯისტიკურ სფეროებში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 2 წელი;
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა (წერა, კითხვა, საუბარი);
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 6 დეკემბრამდე გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge. სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: "შიდა გადაზიდვების დეპარტამენტის უფროსი".
კომპანია "ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!