jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: აღმრიცხველი
მომწოდებელი: აშენდი აგრო საქართველო
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 6 დეკემბერი

შპს "აშენდი აგრო საქართველო" წარმოადგენს სრული ციკლით მომუშავე მეღორეობის კომპლექსს, რომელიც მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში და კომპლექსის გაფართოებასთან ერთად ეძებს შესაბამის კადრებს აღმრიცხველის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი ასურეთი.
ტრანსპორტირებას და კვებას უზრუნველყოფს კომპანია.
ანაზღაურება: 1400net.
სამუშაო განაკვეთი: 2 დღე კარანტინი + 14 დღე სამუშაო ცვლა, შემდეგ 12 დღე დასვენება;

სამუშაო აღწერილობა: ჩვენ ვეძებთ გამოცდილ აღმრიცხველს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ღორების რეგისტრაციის, ჯანმრთელობის მონიტორინგისა და სტატისტიკური მონაცემების წარმოების პროცესებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ღორების რეგისტრაცია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი;
** ვაქცინების და სხვა მკურნალობის ჩატარების დაფიქსირება;
** ვრცელ მონაცემთა ბაზაში ინფორმაციების წარმოება და ანალიზი;
** თანამშრომლობა ფერმის სხვა თანამშრომლებთან;
** დოკუმენტაციის შედგენა და შენახვა.

საჭირო უნარები:

** გამოცდილება სოფლის მეურნეობაში
** ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (მათ შორის, Excel);
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: HR@ashendi.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, "აღმრიცხველი" რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |