"ოტო მოტორსი" უკვე 13 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს აწვდის მაღლი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებსა და ავტოსერვისს. 2018 წლიდან კომპანიამ წარადგინა ინოვაციური პროექტი- საავტომობილო ჰიპერმარკეტი, რომელიც გთავაზობთ წამყვანი ბრენდების პროდუქციას ერთ სივრცეში. კონცეფცია აერთიანებს ყველაფერს რაც შენს ავტომობილს სჭირდება, ან დასჭირდება.
"ოტო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი - დიღომი, ჯორჯ ბალანჩინის 28. (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სამუშაო ოფისი 2025 წლის მარტის თვიდან გადადის წეროვანში, ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია)
სამუშაო განაკვეთი - სრული. დასვენება კვირა დღე
ანაზღაურება - 1300 ლარი (გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე)
ჩვენ გთავაზობთ:
** ყოველწლიური პრემია ხელფასის ოდენობით, რომელსაც აიღებთ ანაზღაურებასთან ერთად
** კორპორატიული სატელეფონო ბალანსით სარგებლობას
** FIT PASS მხარდაჭერას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** მეგობრულ ატმოსფეროს
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** აღრიცხვის პროგრამა FINA-ში ოპერაციების წარმოება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
უნარები:
** კომუნიკაბელურობა
** დაგეგმვის უნარი
** რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად კონცენტრირების უნარი
** ენერგიულობა და სისხარტე
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ფუნქცია-მოვალეობები:
საქონლისა და მომსახურების ძირითადი ოპერაციების წარმოება:
** საქონლის საცალო და იურიდიულ პირებზე რეალიზაცია
** საქონლის დაბრუნება მომწოდებელთან და მყიდველისაგან
** საქონლის გადატანა საწყობებს შორის
** მომწოდებლების დამატება
** ნომენკლატურის დამატება თავისი უნიკალური კოდებით
საქონლისა და მომსახურების რეალიზაცია:
** სასაქონლო ზედნადებების გამოწერა/ჩამოტვირთვა, ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა და ატვირთვა, კონტრაგენტების დამატება, ინვოისის მომზადება.
კონტრაგენტებთან ურთიერთანგარიშსწორების კონტროლი და სალაროს ცვლის დახურვა:
** თანხის დაფიქსირება სალაროში
** Z-ანგარიშის შემოწმება
** ტერმინალით ჩარიცხული თანხის შემოწმება/კონტროლი
** მინდობილობებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების მომზადება საჭიროების მიხედვით
** საწვავის მოძრაობის კონტროლი
** ყოველდღიური რეპორტის მომზადება
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@otomotors.ge არაუგვიანეს 2024 წლის 5 დეკემბრისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.