სადისტრიბუციო კომპანია "VG" საქართველოში 2010 წლიდან მოღვაწეობს და ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებიდან საკონდიტრო და საკვები პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში.
შპს "ვიჯი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის (გასტრონომია) პოზიციაზე თბილისში.
მდებარეობა: თბილისი, ზღვისუბანი, ისააკიანის #1 (ყოფილი ფურ-ფუნთუშეულის ქარხნის ტერიტორია)
განრიგი: ორშაბათი- პარასკევი 09:00 - 18:00
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
** ბრენდის განვითარების სტრატეგიის დაგეგმარება.
** ბრენდების პოპულარიზაციისათვის სამოქმედო გეგმისა და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი
** ბრენდის გაყიდვების ყოველთვიური/ წლიური შედეგების ანალიზი;
** ბაზარზე არსებული კონკურენტების ანალიზი და კომპანიის ბრენდის პოტენციალის განსაზღვრა.
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება;
** ახალი ბრენდებისა და მომწოდებლების მოძიება და კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით მოლაპარაკებების წარმოება.
** გაყიდვების გუნდისათვის სამოტივაციო აქციების და აქტივობების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბრენდ მენეჯერის/ მარკეტინგის ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება/მარკეტინგის/ეკონომიკის განხრით;
** ინგლისურ და რუსულ ენაზე გამართულად საუბრისა და წერა-კითხვის უნარი,
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება გაძლიერებული MS Excel ცოდნას)
პიროვნული უნარები:
** კრეატიული აზროვნების უნარი,
** კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი,
** ანალიტიკურად აზროვნების უნარი,
** შედეგზე ორიენტირებული;
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა ბენეფიტებს.
თუ ფიქრობ რომ აკმაყოფილებ ჩვენს მოთხოვნებს, თუ არ გაშინებს ახალი გამოწვევები, ხარ მოტივირებული და გინდა ყველაზე მაგარი გუნდის წევრი გახდე და ჩვენთან ერთად აკეთო საყვარელი საქმე გადმოაგზავნე რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vg.hr@vg-ge.com და აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია ("მარკეტინგის მენეჯერი") რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.