jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: აკადემიური კონკურსი
მომწოდებელი: თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 6 დეკემბერი

შპს თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (აი იუ თი) მასწავლებლის და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებისთვის, აცხადებს ღია აკადემიურ კონკურსს შემდეგი აკადემიური პოზიციების დასაკავებლად:

1. პროფესორი - 5 საშტატო ერთეული (განათლების მეცნიერების დოქტორი - 3, ფილოლოგიის (ქართული ენა და ლიტერატურა) დოქტორი - 2);
2. ასოცირებული პროფესორი - 6 საშტატო ერთეული (განათლების მეცნიერების დოქტორი - 1, ფილოლოგიის (ქართული ენა და ლიტერატურა) დოქტორი - 2, ფილოლოგიის (ინგლისური ენა და ლიტერატურა) - 1, ფსიქოლოგიის დოქტორი - 1, ისტორიის დოქტორი - 1);
3. ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (ფილოლოგიის (ქართული ენა და ლიტერატურა) დოქტორი -1).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს შესაბამის მიმართულებაში დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
** ასოცირებულ პროფესორად 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს შესაბამის მიმართულებაში დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება;
** ასისტენტ-პროფესორად 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს შესაბამის მიმართულებაში დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
** პ.ს. აკადემიურ თანამდებობაზე შესაძლებელია არჩეული იქნას პირი პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** განცხადება;
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** CV (რეზიუმე), ქართულ და ინგლისურ ენაზე სახით;
** აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;
** უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
** ნაბეჭდი ან ელექტრონული ფორმით სილაბუსი/სილაბუსები (არაუმეტეს 2-ისა);
** უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული შრომების ნუსხა, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, სტატიები გამოცემული სახით ან ასლები;
** სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა".

კონკურსში მონაწილე კანდიდატთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: საკონკურსო კომისიის მიერ განაცხადების გადარჩევის და შემდგომ გასაუბრების საფუძველზე.

აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება განხორციელდება 2024 წლის 6 დეკემბრიდან 9 დეკემბრამდე, უქმე/დასვენების დღეების ჩათვლით პერიოდში, მისამართზე: ქ. თბილისი, ქსნის ქ. 35, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში, 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე (ტელ: 2 55 33 33) ან ელექტრონულად, ელექტრონული ფოსტის მისამართზე, იგივე ვადაში გამოგზავნით (ელ.ფოსტა: info@iut.edu.ge).

კონკურსის შედეგების გამოქვეყნება და კონკურსანტებისათვის გაცნობა განხორციელდება 2024 წლის 10 დეკემბერს. კონკურსის შედეგების გასაჩივრებისა და სააპელაციო განაცხადების შეტანა განხორციელდება 2024 წლის 11 დეკემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.

კონკურსის დასრულების შემდეგ არჩეული კანდიდატის დოკუმენტაცია (უნივერსიტეტის დებულებით განსაზღვრული ჩამონათვალის შესაბამისად) ჩაეკვრება მის პირად საქმეში, ხოლო სხვა კანდიდატებს დოკუმენტები უბრუნდებათ უკან (მათი სურვილის შემთხვევაში) ან 1 თვის შემდეგ ექვემდებარება განადგურებას.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |