jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 ნოემბერი

"Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure" აცხადებს ვაკანსიას მცხობლის პოზიციაზე.

Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure იმართება Accor Hotels-ის მიერ, რომელიც წამყვანი სასტუმრო ოპერატორია მსოფლიოში. ჩვენ ორიენტირებული ვართ ჩვენი თანამშრომლების განვითარებასა და წინსვლაზე. შემოგვიერთდი და გახდი გუნდის წევრი, რომელიც სტუმართმოყვარეობის დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს!

თქვენი ცოდნა და გამოცდილება:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კომუნიკაბელურობა;
** მრავალფუნქციური დავალებების და სწრაფი ტემპის პირობებში სამუშაოს კარგად შესრულების უნარი;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა

ფუნქცია-მოვალეობები:

** პურ-პროდუქტებისა და სხვა შეკვეთების არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით მომზადება;
** საჭირო პროდუქტის ხარისხისა და ეფექტური სასაწყობე რაოდენობის კონტროლი;
** ყველა შეკვეთის ზედმიწევნით სიზუსტით და მინიმალური დანაკარგით შესრულება;
** საცხობის მაცივრების, დანადგარებისა და ღუმელების სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობა;

რა დაგხვდებათ ჩვენთან:

** ტრენინგის და განვითარების შესაძლებლობა
** Accor- ფასდაკლებების პაკეტი, სამედიცინო დაზღვევა;
** მრავალფეროვანი, მეგობრული და დინამიკური გარემო
** ლანჩი

იმისთვის რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: HC1N1-HR@accor.com, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 20/11/2024

ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ თანახმაა კომპანიამ "Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure & Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია.

მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |