jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ტექნიკური უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 ნოემბერი

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისის სათაო ოფისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. "კრისტალი" უკვე 25 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორაციულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისებში საგანგაშო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მონტაჟის პროცესის დაგეგმვა და უზრუნველყოფა;
** დაცვის სისტემების პერიოდული მონიტორინგი;
** დაცვის სისტემების მუდმივად გამართული ყოფნის უზრუნველყოფა, ხოლო ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მისი დროული აღმოფხვრა;
** დაცვის სამსახურთან ურთიერთობა ტექნიკური კუთხით;
** სასიგნალო-სათვალთვალო სისტემების მომწოდებლების შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
** თანამშრომლებისთვის დაცვის სისტემების მოხმარების შესახებ ინსტრუქტაჟის ჩატარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია)
** სამუშაო გამოცდილება დაცვა-უსაფრთხოების სფეროში
** გამოცდილება ტექნიკურ სფეროში
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა
** გუნდურად მუშაობის უნარი

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის მოთხოვნები თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2024 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |