jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ხორცის დამუშავების სპეციალისტი/ყასაბი
მომწოდებელი: წერტი
გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი / განცხადების ვადა: 5 დეკემბერი

"წერტი" აცხადებს ვაკანსიას ხორცის დამუშავების სპეციალისტის / ყასაბის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სხვადასხვა სახეობის ხორცის დამუშავება და დახლზე განსათავსებლად მომზადება;
** პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი;
** დახლებზე საჭირო რაოდენობის პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა, ხარისხის და ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათი მოთხოვნების მიხედვით;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა და შესაბამისი ჩეკ-ლისტების წარმოება.

კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები/უნარები:

** ყასბად/ხორცის დამუშავების სპეციალისტად მუშაობის მინიმუმ 4-თვიანი გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** კვირაში 5 დღე, 8-საათიან სამუშაო განაკვეთს (08:00-17:00);
** ანაზღაურება - პირველი სამი თვე 1300 ლარი, შემდგომ 1500 ლარი;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
** გუნდურ, აქტიურ, დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად, სიახლეების შექმნაში ჩართვის შესაძლებლობას;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tserti.ge 2024 წლის 05 დეკემბრის ჩათვლით.

სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში, შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება 6 თვის ვადით.

მადლობას გიხდით ჩვენი კომპანიით დაინტერესებისათვის!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |